|
2021-12-06 12:03:23, 2190 ნახვა
ომი უკრაინაში
დევი ტაბიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში „ომიკრონი“ გავრცელდება, „იქნება შტორმი და ვირუსი სწრაფად გადაგვივლის“
ახლა გვექნება შტორმი. ასე ვთქვათ, ძალიან სწრაფად გადაგვივლის იმიტომ, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი სწრაფად გავრცელებადია, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, დევი ტაბიძემ კორონავირუსის ახალ, „ომოკრონ“ შტამთან დაკავშირებით განაცხადა. დევი ტაბიძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსის „ომოკრონ“ შტამი საქართველოში 2-3 კვირის შემდეგ გამოჩნდება. „ახლა გვექნება შტორმი. ასე ვთქვათ, ძალიან სწრაფად გადაგვივლის იმიტომ, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი სწრაფად გავრცელებადია. ყველა მონაცემი, რომელსაც გეტყვით, ძალიან მცირე ხნისაა, მოკლევადიანი დაკვირვებების შედეგია. ერთადერთი, ჯერჯერობით, სასიხარულო არის ის, რომ ამ ყველაფერს გარდაცვალება არ მოჰყოლია. ჯერ ასეთი ფაქტი დაფიქსირებული არაა. ახალი შტამის გავრცელება დაახლოებით 40-ზე მეტმა ქვეყანამ დააფიქსირა. ჩვენს ქვეყანაში ჯერ ეს არ არის, მაგრამ მაქსიმუმ, ალბათ, 2-3 კვირა და შემდეგ გამოჩნდება. მთავარი ასევე არის ის, რომ მის დაფიქსირებას, ალბათ, PCR ტესტები მოახერხებს. სწრაფ ტესტებზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის“, – განაცხადა ტაბიძემ. დევი ტაბიძემ ისაუბრა სიმპტომებზე, რომელიც კორონავირუსის „ომოკრონ“ ვარიანს გააჩნია. „მას ახასიათებს ძალიან სერიოზული კლინიკური დასაწყისი, დაღლილობის ძალიან ძლიერი სინდრომი და აგრესიული ტემპერაატურა, ანუ მაღალი ტემპერტურით იწყება. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ შტამი ძალიან ძლიერია თავისი ბუნებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით დელტა უფრო უპირატესი იქნება და ის ერთეული გამოჩნდება, მაგრამ ყველაზე ცუდი იქნება, თუ მოხდება მათი თანხვედრა და გადაკვეთა. რას ვგულისხმობ - განმეორებითი დაინფიცირება თუ მოხდება, უკვე გადატანილი დელტსი და დაემატება შემდგომში, ეს უფრო დაამძიმეს პაციენტის კლილნიკურ მდგომარეობას“, - დასძინა ტაბიძემ.
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)