17:14 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-06 11:29:57, 657 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მომავალ წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ისტორიულ მაქსიმუმს, 5 500 დოლარს მიაღწევს

ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც საშუალება მოგვცა, ბიუჯეტი 1 310 000 000 ლარით გაგვეზარდა, - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ქვეყნის მთლიანი ვალი 51,1%-მდე მცირდება და 2022 წელს დაგეგმილია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა.

„ჩვენ წელს გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პროგნოზით, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წელს, პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი გაგვეზარდა 1 310 000 000 ლარით. ასევე, ვალის შემცირება მოვახერხეთ და 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით, 60%-დან, რომელიც იყო ჩვენი საგარეო ვალი, შემცირდება ჩვენი ვალი 51.1%-მდე, ამას გარდა, მთლიანი ბიუჯეტი იქნება 21.8 მილიარდი ლარი, ჩვენ 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5 550 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია. მომდევნო წელსაც პანდემიის შედეგად გაზრდილ ვალს და საბიუჯეტო დეფიციტს ვამცირებთ, ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 4.2% და მთავრობის ვალი 51.1% იქნება 2022 წელს“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics