17:14 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 18:21:33, 938 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი პირველად გახდა

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 115-ე სესია მადრიდში  გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სესიას  პირველად საქართველოს სახელით ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ/შ მედეა ჯანიაშვილი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  ილია გიორგაძე დაესწრო.

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად მადრიდში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 24-ე გენერალურ ასამბლეაზე 2 დეკემბერს აირჩიეს.

საქართველო 4 წლის ვადით იქნება აღმასრულებელი საბჭოს წევრი და შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს ორგანიზაციის მიზნების დასახვასა და შემდგომ წარმატებით განხორციელებაში, ასევე უზრუნველყოს მისი ეფექტური და გამჭვირვალე ფუნქციონირება.

მადრიდში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეა 30-3 დეკემბერს გაიმართა.  სესიაზე 2021-2025 წლებში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი 1 დეკემბერს მეორე ვადით დაამტკიცეს.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics