07:47 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-03 11:03:51, 1022 ნახვა

რეგიონი
შიდა ქართლში, 12 კმ სიგრძის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

„საქართველოს მელიორაცია“, შიდა ქართლში, 5000 ჰექტარ  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ტაშისკარის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს. - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფელ ოსიაურისა და შაქშაქეთის ტერიტორიაზე მაგისტრალური არხის  12 კმ-იანი მონაკვეთი იწმინდება. სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, ქარელისა და ხაშურის 10 სოფლის (ოსიაური, ზემო და ქვემო შაქშაქეთი, ბრეთი, წვერი, არადეთი, საღოლაშენი, ბებნისი, რუისი და ურბნისი)  სავარგულზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა. სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესება ადგილობრივ ფერმერებს ხარისხიანი  და უხვი მოსავლის მოყვანის საშუალებას მისცემს.

საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები  დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.  

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics