|
2021-11-30 12:10:18, 866 ნახვა
რეგიონი
კასპში ქვათახევის ქუჩაზე საფეხმავლოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქვათახევის ქუჩაზე საფეხმავლოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქუჩაზე უკვე დაიგო ასფალტის ორი ფენა და საფეხმავლოების წინა მოსამზადებელი სამუშაოები სრულდება, რის შემდგაც დაიგება ასფალტი. უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წელს ქალაქში ხუთი ერთმანეთთან დკავშირებული ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხის, ქვათახევის და სამების ქუჩის რეაბილიტაცია დაგეგმა. უკვე დასრულებულია სამების ქუჩა, სამუშაოები მიმდინარეობს ლესელიძის, ჯორჯიაშვილის და ქვათახევის ქუჩებზე. მათივე ინფორმაციით, ქუჩების საერთო სიგრძე 1 288 გრძივი მეტრია, პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი 969 980 ლარით აფინანსებს, აქედან 99 485 ლარი იხარჯება ქვათახევის ქუჩის რეაბილიტაციაზე. სამუშაოს შპს „საგაზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ასრულებს. "აღნიშნული ქუჩებიდან არც ერთი არასოდეს ყოფილა მოასფალტებული და გადადგილებისას დისკომფორტოს ქმნიდა. კეთილმოწყობილი გზა კი უზრუნველყოფს მოსახლეობის და ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)