19:04 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-24 10:20:58, 713 ნახვა

ეკონომიკა
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის 31,000 ტონაზე მეტი ვაშლი გადამუშავდა

„არასტანდარტული ვაშლისგან მიღებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე იყიდება და ჩვენი ქვეყანა 4-დან 5 მილიონამდე ევროს შემოსავალს იღებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, რომელიც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძესთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავება-რეალიზაციის პროცესს კომპანიაში  „ნატურალ 7“ გაეცნო.

კომპანია „ნატურალ 7“  არასტანდარტული ვაშლის  რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიაა. მიმდინარე წელს, საწარმოში,  პროგრამის ფარგლებში, 5,500 ტონაზე მეტი  არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  შიდა ქართლის რეგიონში არსებული ხილის გადამმუშავებელი საწარმოები  არასტანდარტული ვაშლის მიღებას შეუფერხებლად  განაგრძობენ. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული 12 კომპანიის მიერ ჯამში გადამუშავებული ვაშლის რაოდენობამ  31,000 ტონაზე მეტი შეადგინა.

„აღსანიშავია, რომ შიდა ქართლი ვაშლის წარმოების მხრივ პირველ ადგილზეა.  ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაშლის მოსავლის დროული დაბინავება. სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობა  ხილის გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უზრუნველყოფს”, - განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, აბელ აბესაძემ.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ  საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად,  15 დეკემბრამდე შეძლებენ.  პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics