|
2021-11-19 11:14:07, 1012 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - იანვარ-ოქტომბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23.0 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 352.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 392.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ 24.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 7 959.9 მლნ. აშშ დოლარს, რაც 22.3 პროცენტით მეტი. საქსტატის ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვაროქტომბერში, 4 567.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია. მათივე მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (520.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (481.8 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი(443.4 მლნ. აშშ დოლარი)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)