|
2021-11-19 10:38:52, 868 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ მსოფლიოში საუკეთესოდ 3 კატეგორიაში დაასახელა
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ ციფრული ბანკინგის 3 მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა. აღნიშნული კატეგორიებია: ონლაინ მომსახურება ინვესტიციების სამართავად, პროდუქტების შეთავაზება ონლაინ, ონლაინ საკრედიტო მომსახურება. „World's Best Digital Corporate/Institutional Banks 2021“ და „World's Best Digital Consumer Banks 2021“ ჯილდოს პირველი რაუნდის ფარგლებში, საქართველოს ბანკი უკვე გამოვლინდა საქართველოს და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესოდ 11 კატეგორიაში. ხოლო მეორე რაუნდში, ბანკმა 3 კატეგორიაში პირველობა მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვა. „საქართველოს ბანკი“ აგრძელებს ციფრული ინოვაციების კვალდაკვალ განვითარებას. ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია ვუსმინოთ მომხმარებლებს. სწორედ მათი სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შევქმენით ის სერვისები თუ პროდუქტები, რომლებმაც მსოფლიო დონის აღიარება და გამარჯვება მოგვიტანა. მათ შორის: ონლაინ განვადების ფუნქციონალი; პერსონიზირებული საბანკო და არასაბანკო შეთავაზებები mBank-ში; ბიზნეს ინტერნეტბანკის განახლებული ფუნქციონალი და მრავალი სხვა. აღნიშნული ჯილდოები ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც ქმნის და მოიხმარს საქართველოს ბანკის ციფრულ პროდუქტებს. მადლობა მსოფლიოში საუკეთესო გუნდს და მადლობა ერთგულ მომხმარებელს, რომელიც გვირჩევს ჩვენ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ. ინფორმაციისთვის, აღნიშნული ჯილდოს მოსაპოვებლად, ბანკები მონაწილეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებდნენ. საქართველოს ბანკთან ერთად, გამარჯვებულებს შორის არიან ისეთი საერთაშორისო ბანკები, როგორიცაა: Citi, Eurobank, Sberbank, და სხვ. გამოცემამ ბანკებს ჯილდოები მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით მიანიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)