17:14 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-19 10:06:03, 2281 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანდაცვის სამინისტრო - შემოვიტანეთ Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტები, 2000 დოზა ტოცილიზუმაბი და 500 დოზა რონაპრივი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  ქვეყანაში Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტების შემოტანას აგრძელებს.  - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, “Hetero Biopharma Limited”-ის წარმოებული 2000 დოზა ტოცილიზუმაბი და “Roche”-ს მონოკლონური ანტისხეულები - 500 დოზა რონაპრივი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) უკვე საქართველოშია.

 „მედიკამენტების შესყიდვა  ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის „Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ დამატებითი დაფინასების ფარგლებში განხორციელდა.

2000 დოზა ტოცილიზუმაბი  და 500 დოზა რონაპრივი სამედიცინო დაწესებულებებში ეტაპობრივად განაწილდება.

“Hetero Biopharma Limited”-ი  ერთ-ერთი წამყვანი ინდური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც ტოცილიზუმაბის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მიიღო.

ტოცილიზუმაბი აქტიურად გამოიყენება COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.

შეგახსენებთ, “Roche”-ს მონოკლონური ანტისხეულები სამინისტრომ პირველად დონაციის სახით გერმანიის მთავრობისგან მიიღო.

“Roche”-ს მონოკლონურ ანტისხეულებს კი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ,  აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული.“ - წერია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics