|
2021-11-15 13:22:49, 813 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში Polaris-ის შოურუმი გაიხსნა
ამერიკული ოფ-როუდ ბრენდის Polaris-ის შოურუმი საქართველოში გაიხსნა. მისი ოფიციალური დისტრიბუტორი „თეგეტა ოფ-როუდ ვიიქლსია“. შოურუმის გახსნის ცერემონიას ამერიკული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ. ახლადგახსნილ შოურუმში ოფ-როუდ ბრენდის უახლესი მოდელები - RZR 1000; Sportsman 750; Polaris general xp 1000-ია წარმოდგენილი. გახსნის ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ოფ-როუდ ტურიც და სტუმრებმა Polaris-ის ტექნიკა ქართულ რელიეფზე გამოსცადეს.
„თეგეტა ოფ-როუდ ვიიქლს“ Polaris-ის ერთადერთი დისტრიბუტორია. Polaris-ი ეს არის ბრენდი 67-წლიანი გამოცდილებით და მილიონობით ადამიანისთვის დაუვიწყარ მოგონებებთან ასოცირდება. ის სრულიად სცდება საზღვრებს და ქმნის თავგადასავლებით სავსე გზას, - ამ კონცეფციით შეიქმნა წლების წინ Polaris-ი. ახლა ქართველ მომხმარებელსაც შეუძლია ეს ემოცია საკუთარ თავზე გამოსცადოს. საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ეს ბრენდი დიდი პოპულარობით ისარგებლეს, არა მხოლოდ საცალო მომხმარებლისთვის, არამედ კომერციული და აგრარული სექტორის წარმომადგენლებისთვის. პოლარისი იქნება თქვენი ახალი თავგადასავლების თანამგზავრი“, - გიორგი კობახიძე, „თეგეტა ოფ-როუდ ვიიქლს“-ის დირექტორი.
დაარსების დღიდან Polaris-ი ქმნის ინოვაციურ, ხარისხიან და უსაფრთხო ტრანსპორტს ოფ-როუდ ავტომობილების, კვადროების, თოვლმავლების, სამხედრო თუ საფერმერო ტექნიკის მიმართულებით. ახალი მოდელების გარდა, ,,თეგეტა ოფ როუდ ვიიქლს“ მომხმარებელს Polaris-ის სერვისსაც სთავაზობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)