|
2021-11-12 13:19:09, 1141 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე - ინფლაციასთან დაკავშირებული მდგომარეობა რთულია, ფასები ასტრონომიულადაა გაზრდილი
დღეს ჩვენს წინაშე ორი მთავარი გამოწვევაა - კოვიდინფექცია და ინფლაცია. როგორ გავუმკლავდებით ამ ორ პრობლემას - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დაწყებისას განაცხადა, სადაც ამ წუთებში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას განიხილავენ. ირაკლი კოვზანაძის თქმით, პანდემიის გარდა ინფლაცია და ფასების ზრდა არანაკლებ აწუხებს მოსახლეობას. „მიმაჩნია რომ ინფლაციასთან დაკავშირებული მდგომარეობა რთულია. გასული წლის დეკემბრიდან მე ამ საფრთხეზე, ფასების ზრდის რისკზე მუდმივად ვსაუბრობდი, ვპროგნოზირებდი. დღეს ეს პროგნოზი სამწუხარო რეალობად ახდა, ფასები ასტრონომიულადაა გაზრდილი და მძიმე ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას ასევე ჩვენს ეკონომიკას"-განაცხადა კოვზანაძემ და შესაბამის სტრუქტურებს უფრო მეტი კოორდინაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მონეტარული ხელისუფლების მხრიდან საჭირო და აუცილებელია უფრო მკვეთრი, ხისტი და დროული გადაწყვეტილებები- ინფლაცია უნდა დაითრგუნოს, შემცირდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)