|
2021-11-11 15:00:25, 1206 ნახვა
რეგიონი
სოფელ სასირეთს მალე კეთილმოწყობილი სკვერი ექნებათ
სოფელ სასირეთში გიორგი მაზნიაშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია/ მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “გოლდ ენდ ბრო“ ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს: გარე წყალსადენის და საკანალიზაციო სისტემის, ბორდიურების, სკვერის ბილიკების, დეკორატიული ღობის და სკამების, ნარჩენის ურნების, საბავშვო ატრაქციონების მოწყობას და გამწვანებას. ამჟამად ბორდიურების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ სკვერში განთავსებულია გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი, დამონტაჟდა გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორებიც. სკვერის დასრულების შემდეგ მოსახლეობა და განსაკუთრებით ბავშვებს ექნებათ ერთი სივრცე, სადაც თავისუფალ დროს შეუძლიათ ივარჯიშონ, გაერთონ და განიტვირთონ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)