03:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-01 10:50:32, 789 ნახვა

სამართალი
სოფელ ყარაჯალარში დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის, ასევე პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დაიწყო

სოფელ ყარაჯალარში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის, ასევე პოლიციელზე თავდასხმისა და დაუმორჩილებლობის მუხლებით დაიწყო.

როგორც შსს-ში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ყარაჯალაში, პატრულირების დროს გზაზე შეკრებილ 15-მდე მოქალაქეს, რომლებსაც ერთმანეთთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ, მართლწესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს.

მათივე ცნობით, სიტუაციის განეიტრალების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებმა ასევე გამოიძახეს პოლიციის დამატებითი მორიგე ჯგუფები.

„სამართალდამცველები მხარეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდნენ და სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თუმცა მხარეები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოწოდებებს და განაგრძეს ერთმანეთთან ფიზიკური დაპირისპირება. ასევე, ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მხარე პოლიციის მიმართ გახდა აგრესიული. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, მომხდარი ინცინდენტის დროს დაშავებული მოქალაქეები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტის დროს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმაც.

„დაპირისპირებაში მონაწილე როგორც მხარეების, ასევე იმ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება“, – აღნიშნავენ შსს-ში.

თელავის რაიონულ სამმართველოში დაწყებული იქნა გამოძიება ყარაჯალარში მოქალქეებს შორის ძალადობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით, ხოლო პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმისა და დაუმორჩილებლობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით. საქმეს იძიებს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics