04:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 19:51:51, 1094 ნახვა

სამართალი
5 ივლისის ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით რატი წვერავამ თავი თვითონ აცემინა და ფული აიღო

ეს წვერავა ჯერ მიუვარდა პარლამენტის წინ მიტროპოლიტს, დაიწყო პროვოკაციები, ეუბნებიან აქ შენი ადგილი არ არის წადი, არა მაინც და მაინც კინაღამ, ცხვირში მიარტყა მიკროფონი, ატეხა დებოში ამ ჟურნალისტმა წვერავამ. ამის შესახებ "ფ​ორმულას" ჟურნალისტ რატი წვერავას ცემის საქმეზე, ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა.

მისი  თქმით წვერავამ თავი თვითონ გაალახინა.

"არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს, მაგალითად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თქვა, რომ მე საერთოდ არ ვიცოდი, ეს ჟურნალისტი იყო თუ არა და ეს წვერავა ჯერ მიუვარდა პარლამენტის წინ მიტროპოლიტს, დაიწყო პროვოკაციები, ეუბნებიან აქ შენი ადგილი არ არის წადი, არა მაიც და მაინც კინაღამ, ცხვირში მიარტყა მიკროფონი, ატეხა დებაში ამ ჟურნალისტმა წვერავამ, იმდენი გააკეთა თქვენო ღირსებავ, სანამ ვიღაც წყობიდან არ გამოვიდა, და მოკიდეს კისერში ხელი გამოათრიეს ხელი და წადიო ეუბნებიან - ამან ატეხა გინება, მერე დასცხეს ამ წვერავას და ამ პარლამენტის პერიმეტრიდან ჩამოვიდა ქაშუეთთან და იქ ატეხა სამღვდელოებისა და შეკრებილი ხალხის მიმართ გინება. ამ წვერავას, ჩემი ინფორმაციით, ამაში ფული აქვს აღებული, რომ გაალახინოს თავი, მერე აწიოს დროშა და იყვიროს, აგერ გამლახეს დაიჭირეს ესა და ეს ყველაფერი ხალხმა იცის",- განაცხადა ბრალდებული რომეო კეკუტიას ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics