|
2021-10-20 11:52:20, 1281 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის მარათონი დაიწყო
ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მასობრივი ვაქცინაცია დაბა კაზრეთსა და სოფელ რაჭისუბანში მიმდინარეობს. მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ადგილობრივ მედიკოსებთან ერთად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებიც არიან ჩართულნი. მოქალაქეებს „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მიღების შესაძლებლობა აქვთ. სოფელ რაჭისუბანში, მარათონის მიმდინარეობის პროცესს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი გაეცნო. აღსანიშნავია, რომ მარათონის დაწყებამდე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დახმარებით, დაბა კაზრეთსა და სოფელ რაჭისუბანში წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)