|
2021-09-21 11:04:31, 879 ნახვა
ეკონომიკა
სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ Ba2 დონეზე დაადასტურა
სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ Ba2 დონეზე დაადასტურა, სტაბილური პერსპექტივით. სააგენტოს განმარტებით, რეიტინგის შენარჩუნების მთავარი ფაქტორი პანდემიის პერიოდში გატარებული ეფექტური მაკროეკონომიკური პოლიტიკა და პროგნოზირებადი და საიმედო ინსტიტუტებია. პანდემიამდელ პერიოდში გატარებულმა სტრუქტურულმა რეფორმებმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებულმა 4-წლიანმა პროგრამამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკას მომზადებული შეხვედროდა ეკონომიკურ კრიზისს. სააგენტო დადებითად აფასებს პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს ყველაზე დაზარალებული შინამეურნეობებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად. აღნიშნულმა ღინისძიებებმა ქვეყანას თავიდან აარიდა სისტემური პრობლემები და შედეგად, დღეს გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ეკონომიკური აღდგენა. სააგენტო ძლიერ მხარედ აფასებს ფისკალურ სექტორს. მიუხედავად პანდემიის პერიოდში გაზრდილი ვალისა, სააგენტოს შეფასებით, ვალი კვლავ რჩება მართვად დონეზე მომსახურების დაბალი ხარჯებიდან გამომდინარე. სააგენტო ასევე დადებითად აფასებს მთავრობის განზრახვას ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უკვე აქვს სამივე სარეიტინგო სააგენტოს შეფასება და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ეკონომიკის აღდგენის ეტაპზე გადავიდა საკრედიტო რეიტინგების გაუარესების გარეშე. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი, ვინაიდან ჩვენ ვუახლოვდებით მთავრობის გაცხადებულ მიზანს, რომ საშუალოვადიან პერიოდში, მივაღწიოთ საინვესტიციო რეიტინგს. ამას აქვს არამხოლოდ რეპუტაციული, არამედ პრაქტიკული შედეგიც. ამ სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებულმა რეფორმებმა, მნიშვნელოვნად გაზარდა ეკონომიკის მოქნილობა საგარეო შოკების მიმართ, რის გარეშეც პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი იქნებოდა გაცილებით ღრმა და ხანგრძლივი. პანდემიამდელ პერიოდში გატარებული რეფორმები, რამაც ხელი შეუწყო დანაზოგების ზრდასა და საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადობის შემცირებას, დადებითად აისახა, როგორც საკრედიტო რეიტინგებზე, აგრეთვე ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკის უნარზე, სწრაფად აღდგენილიყო კრიზისის შემდეგ.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)