01:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-15 12:45:44, 677 ნახვა

ეკონომიკა
პოლონეთში, ქალაქ პოზნანში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

პოზნანი, სადაც ქართული ღვინის პრეზენტაცია უკვე მეორედ მოეწყო, ღვინის მოხმარების კუთხით, პოლონეთის ერთ-ერთი დიდი ქალაქია, გამორჩეული რესტორნებით, ღვინის ბარებით, საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრებით; შესაბამისად, პოზნანში გამართული დეგუსტაცია  მნიშვნელოვანია პოლონეთის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად.

დეგუსტაციას რესტორატორები, სომელიეები, პოზნანის ღვინის კლუბის,  სასტუმრო ქსელების,  ტურისტული სააგენტოების, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.  

პოზნანში, ძირითადად, ის ღვინოები იყო წარმოდგენილი, რომლებიც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, პოლონეთის ბაზარზე ადგილს ახლა იმკვიდრებენ. 

პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა  3,7 მლნ ბოთლს შეადგენს; ზრდა, გასული წლის ანალოგიურ პერდიოდთან შედარებით, 30%-მდეა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics