02:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 14:26:06, 630 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენ მივიღეთ პორტუგალიის მხრიდან მხარდაჭერა, რომელიც მისცემს ქართველ სტუდენტებს ამ ქვეყანაში გაცვლითი პროგრამით ჩამოსვლისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას

პორტუგალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ამ ქვეყნის ტურიზმის სახელმწიფო მდივანს რიტა მარკესს და ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტს ლუიშ არაუჟუს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და პორტუგალიას შორის თანამშრომლობა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში. აღინიშნა, რომ პირდაპირი რეისების არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესაბამის მხარდაჭერას აღმოუჩენენ იმ ავიაკომპანიას, რომელიც პირდაპირი რეისების შესრულებას გადაწყვეტს.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმში პროფესიულ განათლების სფეროში.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მივიღეთ პორტუგალიის მხრიდან მხარდაჭერა, რომელიც მისცემს ქართველ სტუდენტებს ამ ქვეყანაში გაცვლითი პროგრამით ჩამოსვლის შესაძლებლობას, რომლის დროსაც ისინი გაეცნობიან ადგილობრივი ტურიზმის სექტორს და აიმაღლებენ კვალიფიკაციას. ეს, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებით, მომსახურების ხარისხის ამაღლებას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ.შ. მედეა ჯანიაშვილი, ამავე უწყების ხელმძღვანელის პირველი მოადგილე მარიამ ყორიაული, საქართველოს ელჩი პორტუგალიაში გიორგი მირცხულავა და დესპანი ცოტნე ზურაბიანი.   

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics