|
2021-09-10 13:27:06, 466 ნახვა
ეკონომიკა
კახეთის რეგიონში, სრულად დასეტყვილ ვენახზე, ერთჯერად დახმარების თანხა, ჰექტარზე 3 000 ლარია
ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფლის რწმუნებულებთან გამართულ სამუშაო შეხვერაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ და ყვარლის მერმა, როსტომ სესიაშვილმა სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციის გაცემის დეტალები გააცნეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ფერმერებს, რომელთაც სეტყვის შედეგად სრულად გაუნადგურდათ ვენახები, სახელმწიფო ერთჯერადი კომპენსაციის სახით, ჰექტარზე 3 000 ლარს გადაუხდის. ხოლო, ფერმერებს, რომელთაც უკვე ჩააბარეს დასეტყვილი მოსავალი და მათი შემოსავალი 3 000 ლარამდეა, სახელმწიფო დარჩენილ სხვაობას შეუვსებს. უნდა აღინიშნოს, რომ ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ ის დაზარალებული მევენახეეებიც, რომლებიც აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ“, - აღნიშნა ლაშა შალამბერიძემ. ფერმერმა ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად, მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე განცხადებით უნდა მიმართოს სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონულ სამსახურს და მუნიციპალურ ცენტრებს. განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ვენახის დაზიანების შესახებ, ვენახის კოდს (მევენახის კადასტრის ამონაწერიდან), ვენახის მფლობელის სახელს, გვარს და პირად ნომერს საკონტაქტო ინფორმაციას. ერთჯერადი დახმარების მისაღებად, ფიზიკურ პირს სეტყვით დაზიანებული ვენახი რეგისტრირებული უნდა ჰქონდეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სისტემაში. „რთველის პერიოდში, კახეთში მომხდარ სტიქიას, ძლიერ ქარსა და სეტყვას, ხელისუფლებისგან მყისიერი რეაგირება მოყვა. გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები - მოხდა დაზიანებული ფართობების შესწავლა, დასეტყვილი ყურძნის ოპერატიულად და ორგანიზებულად ჩაბარებისთვის, რეგიონში არაერთი პუნქტი გაიხსნა. შემდეგი ეტაპი, დაზარალებული ფერმერებისთვის კომპენსაციების გაცემაა. ეს არის მნიშვნელოვანი დახმარება ფერმერებისათვის იმისთვის, რომ ზამთრის და საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მოემზადოს. აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევის მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს. მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს ფერმერებს, რომ ისარგებლონ აგროდაზღვევით, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ, მსგავსი სტიქიების დროს, მინიმუმამდე შეამცირონ დანაკარგები”, - აღნიშნა ყვარლის მერმა, როსტომ სესიაშვილმა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)