12:02 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-12 15:37:02, 1456 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - სატვირთო გადაზიდვები ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც აქტიურად ვითარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის აღდგენის პარალელურად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც აქტიურად ვითარდება, სატვირთო გადაზიდვებია - პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ყველა სახის ტრანსპორტით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების ზრდამ დაახლოებით 13% შეადგინა. 

ნათია თურნავას განცხადებით, საუბარია საქართველოს გავლით და საქართველოს მიმართულებით გადაზიდულ ტვირთებზე. 

„განსაკუთრებით მაღალი  ტემპით იზრდება სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთები, რაც კოვიდპანდემიის მიუხედავად, არ გაგვიჩერებია და პირიქით, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი დერეფანი ძალიან აქტიურად ამოქმედდა. ასევე ძალიან მაღალი ტემპით ვითარდება გადაზიდვები  ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალით.  განსაკუთრებით აღსანიშნავია ის კონტეინერული ტვირთები, რომელიც მიემართება ჩინეთიდან  ან ჩინეთისკენ ე.წ. შუა დერეფნის გავლით, რომლის ერთ-ერთი სტრატეგიული ნაწილი  საქართველოა. უნდა ითქვას, რომ ეს დერეფანი ნამდვილად შედგა და თუ ზრდის ტემპებს შევხედავთ, ჩინეთიდან მომავალი ან ჩინეთისკენ მიმავალი კონტეინერით გადაზიდული ტვირთების პრაქტიკულად გასამმაგება ხდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

2021 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 11.0 მილიონი ტონა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.7%-ით მეტია (9.8 მილიონი ტონა). აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ზრდა დაფიქსირდა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მეშვეობით გადაზიდული ტვირთების რაოდენობის მხრივ, რომლის მაჩვენებელმაც 8.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთების რაოდენობაზე 23.4%-ით მეტია (7.1 ათასი ტონა).





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics