|
2021-08-06 12:22:51, 823 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - 2021 წლის რთველის წარმატებით და ორგანიზებულად ჩასატარებლად, სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია ყველა საჭირო რესურსი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რთველის საორგანიზაციო საკითხები ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. „ჩვენ გავიღებთ მაქსიმალურ ძალისხმევას, რომ რთველი ჩატარდეს წარმატებულად, ყველა მევენახე ფერმერმა შეძლოს მოსავლის დაბინავება, ხოლო საწარმოებმა ყურძნის მიღება-გადამუშავება. უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები - საქართველოს მთავრობამ მიიღო სუბსიდირების გადაწვეტილება, რათა პანდემიის გამოწვევები დაბალანსდეს და შექმნილი ვითარება უარყოფითად არ აისახოს როგორც ფერმერებზე, ისე ღვინის მწარმოებლებზე; ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დარგის სტაბილური განვითარების დინამიკა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2021 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის“ ან „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს. კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია, 1 კგ ყურძნზე, 0,35 ლარს შეადგენს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რთველი 2021-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გასული წლების ანალოგიურად, 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც განთავსდება ქალაქ თელავში. ამ ეტაპზე, უკვე მიმდინარეობს შტაბის ტექნიკური გამართვის სამუშაოები. 2021 წელს საქართველოში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ, 300 ათასამდე ტონას აღწევს.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)