|
2021-08-05 16:25:40, 581 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000-ლარიანი გრანტი სტარტაპ „Phubber”-მა მიიღო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი გრანტი სტარტაპმა Phubber - მა მიიღო. Phubber- ი სოციალური შოპინგის პლატფორმაა, რომელიც სოციალური ქსელისა და ტანსაცმელის ონლაინ მაღაზიის მიქსია. აპლიკაციის მოსარგებლე ყველა პირი არის მყიდველიც და გამყიდველიც, მათ აქვთ თავისი პერსონალური მაღაზიები, სადაც შეუძლიათ ნივთების ატვირთვა, აქვთ რეიტინგის სისტემა, შეფასებები და ჰყავთ Follower-ები. აპლიკაცია ლაივ რეჟიმში მუშაობს უკვე 19 თვეა, ჰყავს 120,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი, გაყიდულია 40,000-ზე მეტი ნივთი ჯამური ღირებულებით 5,100,000 ლარი. სტარტაპი GITA-ს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ბენეფიციარია და 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის პერიოდში გადავიდა სწრაფი ზრდის ეტაპზე. GITA-ს გრანტთან ერთად კომპანიამ დამატებით მოიზიდა 400 000 $-ის ინვესტიცია WhatsApp-ის ერთ-ერთი მთავარი დეველოპერისა და მეწილესგან. დამატებით 200 000 $-ზე პროცესი მიმდინარეობს. ჯამურად ჯიტას გრანტის ჩათვლით კომპანიას მოზიდული აქვთ 700 000 $, რომელიც ტექნოლოგიის განვითარებასა და ახალი ბაზრების ათვისებას მოხმარდება. ფაბერი აგვისტოში უკრაინის ბაზარზე დაიწყებს ოპერირებას. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)