|
2021-08-02 15:11:23, 387 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ვიმედოვნებთ, რომ იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი პროგრამა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ოჯახების კეთილდღეობას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას
2021 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საცხოვრებელი ფართის შესაძენად ბანკიდან აღებული კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს საქართველოში მცხოვრები მრავალშვილიანი, ასევე იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ შვილი შეეძინებათ. შესაბამისი დადგენილება, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს, პროგრამის დეტალებზე კი ნათია თურნავამ სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სუბსიდირებული იპოთეკური სესხების ახალი პროგრამა გავრცელდება თითოეულ ოჯახზე, რომელსაც პირველი სექტემბრის შემდეგ ეყოლება ახალშობილი. „შვილის შეძენიდან 12 თვის განმავლობაში ასეთმა ოჯახმა შეიძლება მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს როგორც ახალი ან მეორადი ბინა, ასევე ააშენოს კერძო საცხოვრებელი სახლი. სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში 200 000 ლარამდე სესხის პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს 5 წლის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ იმ ოჯახებისთვის, რომელსაც შეეძინება პირველი ან მეორე შვილი, ბანკის სესხის პროცენტის თითქმის ნახევარს სახელმწიფო დაფარავს, მაგალითად, პირობითად, თუ დღეს კომერციული ბანკისგან 12 პროცენტში აიღებენ იპოთეკურ სესხს, აქედან 6 პროცენტი იქნება ჩვენ მიერ სუბსიდირებული, ხოლო თუ საუბარია მესამე, მეოთხე და ყოველ მომდევნო შვილზე, ამ შემთხვევაში პროცენტის თანადაფინანსება იქნება გაცილებით მეტი - დაახლოებით 8 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ოჯახი, დაახლოებით 4 პროცენტში აიღებს იპოთეკურ სესხს იმისთვის, რომ გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები" - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ამავე პროგრამით ავტომატურად ისარგებლებენ ასევე ის მრავალშვილიანი ოჯახებიც, ვისაც დღეს უკვე ჰყავს სამი ან მეტი შვილი. „ასეთ ოჯახებსაც პირველი სექტემბრიდან 12 თვის განმავლობაში შეეძლებათ მიმართონ ბანკს, აიღონ სუბსიდირებული სესხი, შეიძინონ საცხოვრებელი ფართი და აქაც სახელმწიფო საბანკო პროცენტის დაახლოებით ორ მესამედს დაასუბსიდირებს, ანუ მიახლოებით ესეც 4 პროცენტიანი სესხი იქნება" - განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ სუბსიდირების ახალი პროგრამა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ოჯახების კეთილდღეობას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)