08:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-26 13:20:37, 1166 ნახვა

სამართალი
ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულ მეექვსე პირს პატიმრობა შეეფარდა

5 ივლისს "ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებულ მე-6 პირსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

მოძალადე გია გიგიაშვილის მიმართ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით 4-დან 6 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

ცნობისთვის, 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრებმა "TV პირველის" ოპერატორს, "სირცხვილიას" ოფისთან, სასტიკად სცემეს. 11 ივლისს ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. 

შსს ინფორმაციით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 29 პირი, კერძოდ:

ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 25 პირი;
"თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი; 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics