|
2021-07-22 15:05:01, 979 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებები ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებას
სასიხარულოა, რომ აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2021 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს შეეხება, კვლავაც ძალიან მაღალ დონეზეა შეფასებული ჩვენს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო. მასში ხაზგასმულია, რომ ინვესტორებისთვის არის მიმზიდველი პირობები შექმნილი,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ანგარიშში საკმაოდ დიდი ნაწილი დაეთმო ბიზნესის მხარდამჭერ სამთავრობო პროგრამებს, რომელთაც სახელმწიფო ახორციელებს. მათ შორის, ისეთებს, რომლებშიც უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროა ჩართული, მაგალითად, პროგრამა „აწარმოე საქართველოში". ნათია თურნავას ინფორმაციით, ანგარიშში ხაზგასმულია აღნიშნული პროგრამის ის კომპონენტი, რომელიც მიმართულია საქართველოში უცხოელი ინვესტორების მოზიდვაზე. „ხაზი გაესვა ახალ პროგრამებს, მათ შორის, FDI გრანტებს, რომელიც სულ ახლახანს არის შემოღებული იმისთვის, რომ უცხოელმა ინვესტორებმა არა მარტო ინვესტიცია განახორციელონ, არამედ გადაამზადონ ადგილობრივი მოსახლეობა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაასაქმონ ანგარიშში ასევე ხაზი გაესვა იმ რეფორმებს, რომელთაც ჩვენ ვახორციელებთ. მათ შორის, წიაღისეულის სექტორის რეფორმას, ახალ პროგრამას „100 წიაღისეული" - მასში მონაწილეობა ინვესტორებს ელექტრონული აუქციონებით შეუძლიათ, აგრეთვე საპრივატიზებო გადაწყვეტილებებს, მათ შორის, დიდ კამპანიას „100 საინვესტიციო შეთავაზებას", როდესაც პარალელური აუქციონები მიმდინარეობს, ასევე სხვა პროგრამებს, რომლებიც „აწარმოე საქართველოში" ქოლგის ქვეშ ხორციელდება. ანგარიშის თანახმად, ყველა ეს პროგრამა იმ გადაწყვეტილებებთან ერთად, რომლებიც ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდმა მიიღო, ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებას და ძალიან მაღალ მიმზიდველობას მატებს ყველა იმ დარგს, სადაც უცხოელ ინვესტორს თავისი კაპიტალის დაბანდება შეუძლია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)