12:59 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-20 17:25:28, 994 ნახვა

რეგიონი
სოფელ ბალიჭში, 2350 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ბალიჭში შიდა გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 2350 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი იგება. - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ბალიჭში ასფალტის დაგების პროცესს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტისთვის მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

„სოფელ ბალიჭში, 2350 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. ამ პროექტისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. გზის მოწესრიგება სოფლის მოსახლეობის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო და მოხარული ვარ, რომ მალე ბალიჭელები კომფორტული გზით სარგებლობას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ  წელს ბალიჭში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გარე განათების ქსელის მოწყობაც იგეგმება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics