09:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-11 22:22:07, 1287 ნახვა

სამართალი
შსს-ში აცხადებენ, რომ ალექსანდრე ლაშქარავა გუშინ სახლში სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გუშინდელი გადაადგილების მარშრუტის ამსახველ ვიდეოს ასაჯაროვებს.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ შსს-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ვიდეოში ლაშქარავა სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ ვიდეო მასალებს, რომელიც გამოძიების მსვლელობისას ამ ეტაპზეა მოპოვებული. გადაადგილების მარშრუტი შედგენილია გარე ვიდეო სამეთვალყურეო სისტემისდათვალიერების შედეგად, რომელიც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით. „ტვ პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა მიმდინარე წლის 10 ივლისს, 15:28 საათზე მოპედით ტოვებს საცხოვრებელ მისამართს. 15:31 საათზე მეგობართან ერთად შდის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში, აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს გადაადგილებას ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 საათზე. აღნიშნულის შემდეგ ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით, 19:41 საათზე ბრუნდება კვლავ ფონიჭალაში, საიდანაც გადაადგილდება დედაენის ბაღის მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 საათზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics