09:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-07 14:04:40, 623 ნახვა

სამართალი
პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ხმალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომან ხორავამ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პროკურორის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული გიორგი ხმალაძე 5 ივლისს, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა პოლონელ ტურისტს და მოკვლის მიზნით მას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.  დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
პენტაგონმა განაცხადა, რომ მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გააგრძელოს
მოდით, კვლავ გავხადოთ სომხეთი დიდებული - დონალდ ტრამპმა ნიკოლ პაშინიანს არჩევნებში მხარი დაუჭირა
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics