|
2021-07-06 12:59:19, 858 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი დოკუმენტი მოიცავს სულ მცირე თორმეტ მსხვილ მიმართულებას
„ჩვენი მთავარი ამოცანა უახლოეს და საშუალოვადიან პერიოდში იქნება ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპების შენარჩუნება, ისევე, როგორც მაკროეკონომიკური სტაბილური გარემო და გარემოს განჭვრეტადობა ჩვენი ბიზნესისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შესახებ „ეკონომიკა - 2030" გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 10-წლიანი სამთავრობო გეგმის ფარგლებში შემუშავებული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია ბიოლის ველნეს კურორტზე გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე დაესწრნენ პარლამენტარები, საქართველოს ბიზნეს გაერთიანებების, საქართველოს აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ნათია თურნავას ინფორმაციით, თავად დოკუმენტი მოიცავს სულ მცირე თორმეტ მსხვილ მიმართულებას, დაწყებული ეკონომიკის განვითარების ჩარჩო-სტრატეგიით, მცირე ბიზნესის გაძლიერებით, ინვესტიციების მოზიდვით, დასრულებული თითოეულ საკვანძო დარგში განვითარების კონკრეტული პოლიტიკით და რაოდენობრივი მაჩვენებლებით, რომლებსაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს 2025 და შემდგომ უკვე 2030 წელს. „ბოლო წლებში, 2019 წლის ჩათვლით, ვიდრე ჩვენ დავდგებოდით გლობალური გამოწვევის, პანდემიის წინაშე, ეკონომიკური ზრდა ხასიათდებოდა საკმაოდ მაღალი დონით, აღმავალი ტენდენციით. ჩვენ მოვიპოვეთ რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ლიდერის სტატუსი და რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი მიზანმიმართული, ეკონომიკის წამახალისებელი პოლიტიკის შედეგი, პირველ რიგში იმის შედეგი, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი თავისუფალია თავის არჩევანში და ჩვენ ახლა რეალურად ვავითარებთ კერძო ბიზნესის ინიციატივაზე დამყარებულ ეკონომიკას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის პროგრამები, რასაც ჩვენ ვახორციელებდით და დღემდე ვახორციელებთ მცირე ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების, ექსპორტის წახალისების მიმართულებით", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა. ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური განვითარების სიკეთეები ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეეხოს, რისთვისაც საჭიროა ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)