07:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-05 12:04:26, 753 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი: 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებებით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 1 175 მლნ ლარით, ხოლო გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება

2021 წლის ბიუჯეტის ცვლილებებით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები ჯამში 1 175 მლნ ლარით, ხოლო  გადასახდელები 1 114.3 მლნ ლარით იზრდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში:

•  COVID-19-ის მართვის ნაწილში ჯანდაცვის ხარჯები იზრდება  446,0 მლნ ლარით;

•  ბავშვების სოციალური დახმარების გაორმაგებისთვის გამოიყოფა 75,0 მლნ ლარი;

•  დევნილთა სახლებით უზრუნველყოფაზე დამატებით მიიმართება 35,0 მლნ ლარი;

•  სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამების დაფინანსება იზრდება 177,0 მლნ ლარით;

•  ეკონომიკის მწარმოებლური სექტორების ხელშეწყობისთვის დამატებით გათვალისწინებულია 55,0 მლნ ლარი;

•  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დამატებით მიიმართება 220,0 მლნ ლარი;

•  განათლების დაფინანსება იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო სპორტის დაფინანსება 30,0 მლნ ლარით;

•  დამატებითი 30,0 მლნ ლარია გათვალისწინებული თავდაცვის სამინისტროს, რაც აუცილებელია ჩვენს მიერ დაწყებული პროექტების შეუფერხებლად განსახორციელებლად.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, პროექტი ხვალ წარედგინება საქართველოს პარლამენტს, სადაც განხორციელდება თითოეული მიმართულების დეტალური განხილვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics