|
2021-07-02 16:25:07, 934 ნახვა
სამართალი
გიგი უგულავა - აბსურდის თეატრი, რომელსაც სასამართლო ჰქვია გრძელდება, მზეთუნახავივით მალავენ გავაშელიშვილს
ეს აბსურდის თეატრი, რომელსაც სასამართლო ჰქვია გრძელდება. მზეთუნახავივით მალავენ გავაშელიშვილს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სასამართლო თავისუფალი მხოლოდ კოალიციური მთავრობის პირობებში იქნება. „ეს აბსურდის თეატრი, რომელსაც სასამართლო ჰქვია გრძელდება, მზეთუნახავივით მალავენ გავაშელიშვილს. ნუ გვექნება ილუზია, რომ ამ ქვეყანაში სანამ ივანიშვილი აბასთუმნის ტყეებიდან მართავს ქვეყანას სასამართლოში რამე შეიცვლება. სასამართლო იქნება თავისუფალი მხოლოდ კოალიციური მთავრობის პირობებში, სადაც მთავრობა იქნება შეზღუდული და მოსამართლეს ექნება თავისუფლება“, - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს. გამოძიების ინფორმაციით, გიგი უგულავამ ევროპის ჩემპიონ ბადრი გავაშელიშვილზე იძალადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)