|
2021-07-02 00:25:45, 957 ნახვა
სამართალი
პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის 20 მოწინააღმდეგე დააკავა
პოლიციამ იმ ტერიტორიაზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიება ტარდებოდა, ანტიაქციის 20 მონაწილე დააკავა. დაკავება ადმინისტრაციული სამართალ დარღვევათა კოდექსით განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ 1 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კვირეული დაიწყო და პირველი ღონისძიება გაიმართა, სადაც კვირეულის მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს. ისინი პრაიდის არ ჩატარებას ითხოვდნენ. კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს ტერიტორიაზე ცოცხალი ჯაჭვისა და რკინის ჯებირების განლაგება მოუწიათ. ადგილი ჰქონდა რამდენიმე ფიზიკურ დაპირისპირებასაც. აქციის მონაწილეები კვირეულის ორგანიზატორებსა და პოლიციის თანამშრომლებს კვერცხებსა და წყლის ბოთლებს ესროდნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ პოლიციამ სპეციალური დერეფნის დახმარებით მოწვეული სტუმრები და ელჩები ტერიტორიიდან გაიყვანა. თავდაპირველად დაკავებული იქნა 11 პირი, დაკავებულთა რაოდენობა კი 20 პირამდე გაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)