11:54 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 13:11:10, 1189 ნახვა

სამართალი
გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 2 ივლისამდე გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი 2 ივლისამდე გადაიდო.

მიზეზი საქმეში დაზარალებულად ცნობილი ძიუდოსტის ბადრი გავაშელიშვილის დისტანციურად დაკითხვა გახდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა.

„როგორც აღმოჩნდა, ევროპის ჩემპიონმა გავაშელიშვილმა იმდენიც ვერ გაბედა, რომ მობრძანებულიყო სასამართლო პროცესზე და ეთქვა, როგორ ეტკინა, როდესაც გიგიმ დაარტყა.

ბრალდება გვეუბნებოდა დასავლეთშიაო, ამ დროს თავად გავაშელიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ კახეთშია.

ეს არის სუფთა აბსურდის თეატრი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია, მხოლოდ სასამართლოში გამოცხადებით უნდა მოხდეს გავაშელიშვილის დაკითხვა, რომ უპასუხოს ყველა კითხვას, რომელიც დაცვის მხარეს გააჩნია.

გავაშელიშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ გაიგო, რომ დღეს იყო პროცესი.

ეს როგორც მინიმუმ მართლმსაჯულების უპატივცემულობაა და ამოფარება კოვიდრეგულაციებზე, მაშინ როდესაც მხარეები დავდივართ პროცესებზე”, -  განაცხადა გიორგი გელხაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics