|
2021-06-13 11:07:07, 726 ნახვა
სამართალი
შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ქუთაისში ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ქუთაისში ერთი პირი დააკავა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.კ. ქუთაისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისს, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ზ.კ.-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედების - პირადი ჩხრეკის დროს, ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომელს - 1986 წელს დაბადებულ დ.გ.-ს თავს დაესხა და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა“, - წერია განცხადებაში. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)