|
2021-06-12 11:40:11, 947 ნახვა
კომენტარი
დავით თვალაბეიშვილი - მზად ვართ, „ნამახვანჰესის" პროექტი აშენდეს ისე, რომ მისაღები იყოს მოსახლეობისა და ქვეყნისთვის
საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი „ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით მედიაციის პირველ შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე პროექტში ჩართული მხარეების პოზიციების დაფიქსირება მოხდება და გამოიკვეთება ის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში დიალოგის გზით მოლაპარაკების მაგიდასთან იქნება შესაძლებელი. როგორც შეხვედრის დაწყების წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, მთავრობა დაინტერესებულია და ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ „ნამახვანჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხი გადავიდეს „ღიაობის" პროცესში და მოხდეს განხილვა მოლაპარაკებების მაგიდასთან. „ჩვენ ვთვლით, რომ ევროკავშირის ჩართულობის შედეგად შესაძლებელი იქნება იმ მთავარი საკითხების გამოვლენა და იდენტიფიკაცია, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ ჯგუფებს. მზად ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ დეტალურად, მივიღოთ გადაწყვეტილებები, გამოვნახოთ გამოსავალი და ისე აშენდეს ეს პროექტი, რომ მისაღები იყოს საქართველოს მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის", - აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა. მისი თქმით, „ნამახვანჰესი" აუცილებლად უნდა აშენდეს, რადგან ეს არის ის ენერგეტიკული ობიექტი, რომელიც იქნება ერთ-ერთი დასაყრდენი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის. „ამასთან უნდა აშენდეს ისე, რომ გამოირიცხოს ყველანაირი კითხვა ამ პროექტის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასეა, მაგრამ გვინდა, რომ ამის დემონსტრაცია მოვახდინოთ ყველა დაინტერესებული მხარისთვის", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, კომპანია „ენკასთან" მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხელშეკრულებაში მიწის გასხვისების ვადის შემცირებასთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)