|
2021-06-05 12:36:27, 716 ნახვა
რეგიონი
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალტეტის მერიამ დასუფთავების აქცია მოაწყო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების კამპანიის „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში, დასუფთავების აქცია გამართა. საჯარო მოხელეებმა, შპს “კომუნალური მეურნეობის" თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სოფელ ცურტავში მდებარე, ქეთევან დედოფლის სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ტრადიციულად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიიღო. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე გაეროს გენერალური ანსამბლეის 1972 წლის გადაწყვეტილებით ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას. „ბოლნისის მუნიციპალიტეტი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს. დღეს მერიის თანამშრომლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცურტავის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავეთ. ჯანსაღი გარემო თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესია და ბოლნისის მუნიციპალიტეტი გარემოს დაცვის მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის ჩვენ ვართ ევროკავშირის ინიციატივის ხელმომწერები, რომელიც მუნიციპალიტეტში CO2-ის 30%-ით შემცირებას ითვალისწინებს. ყველას მოგიწოდებთ გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)