19:29 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-03 10:48:11, 818 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - ნინოწმინდაში რაც ხდება, ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია, პრობლემა საპატრიარქოშია

„ნინოწმინდაში რაც ხდება ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია, პრობლემა საპატრიარქოშია, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ნინოწმინდაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი ხელახლა გაქრისტიანდეს და კონკორდატი გაუქმდეს.

„ნინოწმინდაში რაც ხდება ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია. პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის ხელში ჩამოყალიბდა სრულად დახურულ პილიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტად და წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ რუსეთის ბასტიონს საქართველოში.

კონკორდატი და ყველა იქიდან გამომდინარე პრივილეგია უნდა გაუქმდეს და საქართველოს ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი ხელახლა გაქრისტიანდეს. სხვა ყველაფერი მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლაა, რადგან რეალურ პრობლემაზე საჯაროდ საუბარი საშიშია და/ან პოლიტიკურად წამგებიანი.

დღევანდელი რეალობა კი ზუსტად აჩვენებს რომ ამ ქვეყანაში გაბატონებული პატრიარქის კერპთაყვანისმცემლობა უპრობლემოდ იღებს ბავშვების სიცოცხლეს შესაწირის სახით“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics