|
2021-06-02 22:24:37, 899 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, შშმ პირთა ხარისხიანი სოციალური მომსახურებით უზრუნველყოფისათვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში ჩაერთო
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ასოციაცია „ანიკასთან“ თანამშრომლობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხარისხიანი სოციალური მომსახურებით უზრუნველყოფისათვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ და მახარდაჭერილ პროექტში ჩაერთო. „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ - პროექტის განხორციელებისათვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. პროექტის პრეზენტაცია აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მინისტრის მოადგილეები, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, იალია ვერძაძე და მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებას განახორციელოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადამიანური უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები ინკლუზიური გარემოს დანერგვისა და ხარისხიანი სოციალური მომსახურებების მიწოდების გზით. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია. 2021-2023 წლებში ჩატარდება სოციალური სერვისების შესაფასებელი კვლევა, ცოდნისა და უნარების ასამაღლებელი ტრენინგები, შემუშავდება ახალი სოციალური პროექტები და მოხდება მათი პილოტირება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)