|
2021-05-28 19:30:12, 998 ნახვა
რეგიონი
აჭარის საჯარო სკოლების 33 პედაგოგი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
აჭარის საჯარო სკოლების 33 პედაგოგი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. პროცესს აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი ესწრებოდნენ. საჯარო სკოლების წარმომადგენლებს აცრა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალთან ერთად იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ჩაუტარა. დღეს აჭარის სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს და მასწავლებლებს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები შეხვდნენ და COVID-19-ის, ვაქცინაციის მნიშვნელობის და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და აჭარის ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ორგანიზებით ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)