|
2021-05-28 18:15:25, 849 ნახვა
რეგიონი
აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა პროფესიული განათლების მქონე პირებსა და სტუდენტებს მიეცემათ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა პროფესიული განათლების მქონე პირებსა და სტუდენტებს მიეცემათ. დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული განათლების მქონე პირები და სტუდენტები არ დარჩებიან სტაჟირების გავლის შესაძლებლობის მიღმა. ასევე, ვიწრო სპეციალიზაციის მქონე კადრები მაქსიმალურად ჩაერთვება სტაჟირების პროგრამაში. ცვლილება განხორციელდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის დადგენილებაში, რომლის მიხედვით, სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირებს ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს ჰქონდათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)