|
2021-05-28 18:10:49, 653 ნახვა
ეკონომიკა
ჯაკომო კანეპა - საქართველოს აქვს ყველანაირი რესურსი რეგიონში ერთ-ერთმა პირველმა დაძლიოს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები
„საქართველოსა და მის კულტურაზე მეგობრისგან შევიტყვე, თუმცა როდესაც ჩამოვედი და უკეთ გავიცანი თქვენი ქვეყანა, ვნახე, რომ ის გამოირჩევა ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს გარემოთი და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმით. ცალკე გამოვყოთ ბიზნესის და ინვესტიციების მხარდაჭერის მიზნით შექმნილ ისეთ პროგრამებს, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში". საქართველოში უზარმაზარი შესაძლებლობებია და ის ბიზნესის კეთების განსაკუთრებული სიმარტივით გამოირჩევა," - განაცხადა პერუს მსხვილი საინვესტიციო კორპორაციის Capital Tech - ის გენერალურმა დირექტორმა ჯიაკომო კანეპამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ასევე დაესწრო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი. Capital Tech - ის გენერალური დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს მთავრობა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევისა და დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით ახორციელებს. „მჯერა, რომ საქართველოს აქვს ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა, რეგიონში ერთ-ერთმა პირველმა დაძლიოს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები და ეკონომიკის განვითარების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს," - განაცხადა მან. ჯიაკომო კანეპას განცხადებით, მისი კორპორაცია განიხილავს საქართველოში თერმოქაღალდის წარმოების გახსნას და 2 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას. „აღნიშნული პროდუქცია მოთხოვნადია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დღეს თქვენი ქვეყანა თერმოქაღალდის იმპორტს ახორციელებს. საწარმოს ამოქმედებით არა მხოლოდ იმპორტს ნაწილობრივ ჩავანაცვლებთ, არამედ პროდუქციას ექსპორტზეც გავიტანთ. ასევე განვიხილავთ ინვესტიციების ეკონომიკის სხვა სექტორებში განხორციელების შესაძლებლობას," - განაცხადა Capital Tech - ის გენერალურმა დირექტორმა. მისი თქმით, დიდ შესაძლებლობებს იძლევა ასევე ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა დიდ ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების არსებობა. აღსანიშნავია, რომ Capital Tech - ი ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს ჯგუფია პერუში და წარმოდგენილია უძრავი ქონების, სასტუმრო ბიზნესისა და სხვა ტურისტულ მიმართულებებში. ბიზნეს ჯგუფს ინვესტიციები აქვს განხორციელებული ლათინური ამერიკის, აშშ - ისა და ევროკავშირის ქვეყნებში.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)