|
2021-05-18 10:42:41, 521 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - „ბასკინ რობინსის“ საქართველოში შემოსვლა ქართულ-ამერიკული ბიზნესების თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თბილისში „ბასკინ რობინსის" პირველი ფილიალის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ცნობილი ბრენდი 30 წლის შემდეგ, საქართველოში 4 ახალი ობიექტით ბრუნდება. თბილისის მასშტაბით, მხოლოდ მაისში, „ბასკინ რობინსის" კიდევ სამი ფილიალი გაიხსნება. სამომავლოდ, კომპანია თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში 20 ობიექტის გახსნას და 200 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. „დღეს საქართველოს ბაზარი მზადაა მსგავსი გლობალური ბრენდების შემოსვლისთვის. „ბასკინ რობინსი", როგორც ბრენდი, საქართველოში ქართულმა კომპანიამ შემოიყვანა და ეს არის ქართული და ამერიკული ბიზნესების თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი," - განაცხადა ნათია თურნავამ. „ბასკინ რობინსმა" საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები, კერძოდ, სპეციალური მაცივრები თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით შეიძინა. ინვესტიციამ 100 000 ლარი შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)