21:18 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-17 11:19:18, 542 ნახვა

კომენტარი
კახა ოქრიაშვილი გმობს დმანისში მომხდარ ძალადობას და სამართალდამცველებს დანაშაულის გამოძიებისკენ მოუწოდებს

პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი, კახა ოქრიაშვილი 16 მაისს, დმანისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ოქრიაშვილი გმობს ნებისმიერი ტიპის ძალადობას და სამართალდამცველებს დანაშაულის უსრაფესად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„მსურს, გამოვეხმაურო 16 მაისს, ქალაქ დმანისში განვითარებულ მოვლენებს.

სამწუხაროდ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული ინციდენტი, მოგვიანებით სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც ზოგიერთ მხარეს ინტერპრეტირების საშუალება მისცა.  პირველ რიგში, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ამ ყოფითი კონფლიქტის სხვა ჭრილში წარმოჩენისა და მკვეთრი განცხადებებისაგან.

ვგმობ ნებისმიერი ტიპის ძალადობას და ასევე, მოვუწოდებ ჩვენს სამართალდამცავ და საგამოძიებო სტრუქტურებს, უსწრაფესად გამოიძიონ  დანაშაული და კანონის  წინაშე პასუხი აგოს ყველა მოძალადემ“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics