|
2021-05-13 22:51:46, 571 ნახვა
კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჯარის ქალაქის მშენებლობა, სადაც 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იცხოვრებს, 2022 წელს დასრულდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში საზოგადოებას ის მასშტაბური პროექტები გააცნო, რომლებსაც ქართველი ჯარისკაცების დაფასებისა და მათთვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით თავდაცვის უწყება ახორციელებს. „ჩვენი ჯარის მზადყოფნის გაძლიერება წარმოუდგენელია ჩვენი სამხედროების და მათი ოჯახების სათანადო დაფასების გარეშე, რადგან თავდაცვის ძალების მთავარი საყრდენი და ქვაკუთხედი ჩვენი ჯარისკაცები არიან. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, განსაკუთრებით გააქტიურებულ სამხედროების დაფასების პოლიტიკას. შედეგად სამხედროების სახელფასო, კვებითი, ჯანდაცვის, განათლების, საბინაო, აღჭურვილობის და სხვა მიმართულებებით პირობების გაუმჯობესება გაგრძელდება“,- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მახათას მთაზე ბინების მშენებლობის პროცესი. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ დეპუტატებს განუცხადა, „ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება, სადაც ჯამში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იცხოვრებს. „აქტიურად მიმდინარეობს მახათას მთაზე ბინების მშენებლობის პროცესი. ამ პროექტით, პირველ ეტაპზე, ათასზე მეტ სამხედროს შესაძლებლობა აქვს, 50%-იანი თანადაფინანსებით, კვადრატული მეტრი დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებში შეისყიდონ და ამ თანხის გადასახდელად ისარგებლონ შიდა განვადებით. ამ დროისათვის მშენებლობა აქტიურ პროცესშია. ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა დასრულდება 2022 წლის ბოლომდე, რომელშიც ჯამში 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იცხოვრებს“,- აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყება უახლოეს თვეებში დაასრულებს 2007 წელს სამხედროების წინაშე კონტრაქტით აღებული ბინით უზრუნველყოფის ვალდებულებას, რომელიც ჯამში 2000-ზე მეტ სამხედროს მოიცავდა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)