02:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 13:49:47, 2007 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ ვაქცინაცია დიდი ალბათობით, მომავალ კვირაში დაიწყება

საქართველოში ჩინური წარმოების „სინოვაკით“ ვაქცინაცია დიდი ალბათობით, მომავალ კვირაში დაიწყება. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, აღნიშნული ვაქცინა 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში გამოიყენება და მას შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებთან შედარებით.

„ეს საკითხი განხილული იყო იმუნიზაციის საბჭოს ბოლო სხდომაზე. „სინოვაკი“ არის მეორე ჩინური ვაქცინა, რომლითაც ჩინეთი გადის საერთაშორისო ასპარეზზე. ისე კი, ჩინელებს მეტი აქვთ, რომელსაც შიგნით, ეროვნულ დონეზე იყენებენ, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე ორი ვაქცინა გამოიყენება. ამ ვაქცინის 100 000 დოზა ჩინეთმა აჩუქა საქართველოს. ამ ვაქცინით უკვე აცრილია 100 მილიონზე ბევრად მეტი ადამიანი, როგორც ჩინეთში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ, ამ ვაქცინით ადმინისტრირების დაწყება დაგეგმილია მომავალ კვირაში. ეს გახლავთ ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინა, რომელიც ასევე გამოიყენება 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში. აქვს შეარებად ნაკლები გვერდითი მოვლენები სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისგან და დიდი ალბათობით, რამდენიმე იურიდიული საკითხია მოსაწესრიგებელი და დიდი ალბათობით, მისი ადმინისტრირება მომავალ კვირაში დაიწყება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics