18:22 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-11 18:59:12, 720 ნახვა

რეგიონი
შუახევში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობაზე 485 000 ლარამდე დაიხარჯება

შუახევში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები  აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს ბუთურაულისა და ქიძინიძეების სოფლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის  მაჟორიტარ  დეპუტატთან  აჭარის უმაღლეს საბჭოში -   ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში სოფელ ბუთურაულში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლის სახლს, გაკეთდება მოსაცდელები, მოეწყობა  გარე-განათება, სავალი ბილიკი და   კეთილმოეწყობა  ბაგა-ბაღის ეზო საბავშვო ატრაქციონებით.

ადგილობრივები, განახლებული  ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ ქიძინიძეებშიც, რომლის ფარგლებშიც კეთილომოეწყობა სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, დამონტაჟდება გარე-განათება, მოეწყობა  ფანჩატური და რეაბილიტაცია ჩაუტარდება  სკვერში არსებულ მემორიალს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბეტონის საფარის მოწყობა.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში  სოფლის ცენტრების კეთილმოწყობაზე 485 000 ლარამდე დაიხარჯება. გარდა მიმდინარე პროექტებისა, განხორციელდება  წაბლანის, ჯაბნიძეების, წყაროთის,  მაწყვალთის, ტომაშეთის და კლდისუბნის სოფლის ცენტრების მოწყობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics