12:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-08 14:50:51, 759 ნახვა

სამართალი
26 წლის ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

26 წლის ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

ბრალდების მხარემ სასამართლოს პატიმრობის გამოყენებით მიმართა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებულმა ბ.თ.-მ 2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 26 წლის ქალი გააუპატიურა. ბრალდებულის ქმედების შედეგად მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ქალი მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics