22:28 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-29 15:38:23, 1872 ნახვა

ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 2%-ია აცრილი, შეზღუდვები ვერ შემსუბუქდება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის 2%-ია აცრილი, შეზღუდვები ვერ შემსუბუქდება.

მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნაზე მაშინ დაიწყება საუბარი, როდესაც მოსახლეობის 30%-მდე იქნება ვაქცინირებული და პირბადის ტარების მაჩვენებელი 90--95%-მდე ავა.

„ისრაელის მაგალითს თუ გავიმეორებთ ვაქცინაციის რაოდენობით და მასობრიობით, ასე გავიმეორებთ მის შეზღუდვების შემცირებასაც. 2% გვყავს მარტო აცრილი მოსახლეობის და ეს ვერანაირ შეზღუდვას ვერ შეამცირებს. როდესაც 30%-მდე მაინც ავალთ, მერე უნდა ვილაპარაკოთ, ყველანაირი შეზღუდვები ალბათ მოიხსნება, ყველაზე ბოლოს კომენდატის საათი დარჩება და ისიც შემსუბუქდება, დაპატარავდება მისი ინტერვალი, თუ იქნება ვაქცინაცია და თუ, პირბადეების ტარება იქნება 90-95% და თუ იქნა ეს პროცენტი და იქნა ვაქცინაცია მასიური და მთავრობამ მაინც არ მოხსნა შეზღუდვები, მერე შეიძლება მთავრობისთვის პრეტენზიების წაყენება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics