00:20 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-22 14:34:14, 683 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ტესტების მარაგები სისტემატურად იწურება და ივსება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ტესტების მარაგები ქვეყანაში სისტემატურად იწურება და ივსება.

მინისტრის მოადგილის თქმით, არანაირი შეფერხება, ტესტირების ფარგლებში, ქვეყანაში არ იქნება.

„მარაგები სისტემატურად იწურება და ივსება. სამინისტრომ შეიძინა მილიონი ტესტი, რომელიც ჩამოვა ქვეყანაში მომდევნო კვირის დასაწყისში და არანაირი შეფერხება, ტესტირების ფარგლებში, ქვეყანაში არ იქნება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ მდივანი ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ საქართველოში ანტიგენბაზირებული ტესტების დეფიციტია. 

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, დოკუმენტებით დადასტურებული, რომ საქართველოში საკმაოდ დიდი დეფიციტია ანტიგენბაზირებული ტესტების, სულ 25 ათასი გვაქვს დარჩენილი და ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს სწრაფი შესყიდვის წესით მის შემოტანას, რაც საკმაოდ სახიფათოა ამ გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით. 25 ათასი არის სულ რამდენიმე დღის საჭირო დოზა. მსგავსი დეფიციტების შექმნა ძალიან სახიფათოა და ის მიუთითებს პროცესის ძალიან ცუდ დაგეგმვაზე“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics