|
2021-04-21 15:42:56, 1812 ნახვა
ომი უკრაინაში
30 აპრილს საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 46 000 დოზას მიიღებს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 30 აპრილს საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 46 ათასი დოზა შემოვა. როგორც მან აღნიშნა, „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან გაიხსნება. „მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია „იუნისეფიდან“, 30 აპრილს 46 ათასი დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ჩამოვა ქვეყანაში იმისთვის, რომ მეორე დოზებით ვაქცინაცია დაიწყოს მაისის შუა რიცხვებში და ასევე, გაგრძელდეს აცრები იმ პირებისთვის, ვისაც ასაკით ეკუთვნით „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი. ასევე, „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია გაიხსნება 27 აპრილიდან. ამ კვირაში დასრულდება კონსულტაციები „სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ 4 მაისიდან, როდესაც დასრულდება სააღდგომო არდადეგები აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაცია „სინოფარმით“ და „ასტრაზენეკათი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)